მენიუ
კალენდარი
პოპულარული სიახლეები
მომხმარებლები
ახალგაზრდობის სამიტი
14-17 ოქტომბერს ურეკში ჩატარდა სამეგრელო ზემოსვანეთის ახალგაზრდობის სამიტი.
ავტორი: JORJIKA | ნანახია (539)-ჯერ | კომენტარი (10)
ახალგაზრდული შეკრება
7-9 ოქტომბერს ბაკურიანში ჩატარდა პროექტის "სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების ხელშექწყობა ახალგაზრდებში" შემაჯამებელი შეკრება, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტში გამორჩეული ახალგაზრდები. შეკრების მონაწილეებმა წარმოადგინეს თავის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და დაისახეს სამომავლო გეგმები. შეკრებას ესწრებოდა UNDP
GEORGIA-ს წარმომადგენელი - ხათუნა სანდროშვილი.
GEORGIA-ს წარმომადგენელი - ხათუნა სანდროშვილი.
ავტორი: JORJIKA | ნანახია (396)-ჯერ | კომენტარი (9)
საერთაშორისო ფესტივალი

10-14 ივნისი 2011 წ. ბორჯომი. პროექტის "სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება ახალგაზრდებში" ფარგლებში ჩატარდა ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალი "გზა სამოქალაქო საზოგადოებისაკენ" ფესტივალში ქართველ თანატოლებთან ერთად მონაწილეობდნენ რუმინელი ახალგაზრდები. ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, ლიტერატურული კონკურსი, პლაკატებისა და ფოტო-ნამუშევრების გამოფენა. მოეწყო სამოყვარულო ფილმების ჩვენება. ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე ახალგაზრდებს მიესალმა რუმინეთის ელჩი საქართველოში ბატონი დან მიხაი ბარნლიბა და UNDP ს წარმომადგენელი საქართველოში სოფიო ქემხაძე..
ავტორი: JORJIKA | ნანახია (565)-ჯერ | კომენტარი (9)
UPINO ტრენინგები ინტერნეტისთვის

თანატოლ განმანათლებელთა ტრეინინგი 2011 წლის 2831 იანვარს
2011 წლის 28, 29. 30 , 31 იანვარს საქართველოს ბავშვთა ფედერაციაში ჩატარდა ტრეინინგი თანატოლთა განათლება, რომელშიც მონაწილეობდნენ: ქ. თბილისის მე- 4, მე-9, 32-ე, 57-ე, წყნეთის 137-ე, რუსთავის: მე-5, me-15 სკოლების 17 უფროსკლასელი. მათ შორის: 14 გოგონა და 3 ვაჟი ; 4 ახალგაზრდა ჟურნალისტი; ქ. რუსთავის მე-5 და მე-15 სკოლის პედაგოგები: ქ. მჭედლიძე, ლ. ღუღუნიშვილი, მ. სვანიძე.
ავტორი: MATRIX | ნანახია (880)-ჯერ | კომენტარი (12)
დებატები

დებატები თემაზე: ბავშვთა უფლებები საქართველოში - ძალადობა ბავშვებზე
2011 წლის 19 თებერვალს ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა პროექტით სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების ხელშეწყობა ახალგაზრდებში გათვალისწინებული დებატების მეორე თამაში, თემაზე ბავშვთა უფლებები საქართველოში - ძალადობა ბავშვებზე. ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ ქ. რუსთავის მე-5 და მე-15 სკოლების გუნდები. დებატები შეაფასა ექსპერტთა ჯგუფისაგან შემდგარმა ჟიურიმ, კახა მაღრაძის თავმჯდომარეობით. გაიმარჯვა მე-5 სკოლის გუნდმა. დებატებს ესწრებოდნენ : ქ. თბილისისა და რუსთავის სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები, ახალგაზრდა ჟურნალისტები, პედაგოგები.
ავტორი: MATRIX | ნანახია (709)-ჯერ | კომენტარი (8)
მოქმედი პროექტი
სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების ხელშეწყობა ახალგაზრდებში
პროექტს ახორციელებენ: ფონდი საქართველოს ბავშვთა ფედერაცია და რუმინული ფონდი ჩვენი ბავშვები. ხორციელდება რუმინეთის მთავრობისდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
ავტორი: MATRIX | ნანახია (1192)-ჯერ | კომენტარი (8)
სამეგრელო ზემო სვანეთი

პროექტი: სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების ხელშეწყობა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდებში
პროექტს ახორციელებს ფონდი საქართველოს ბავშვთა ფედერაცია, სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, ნორვეგიის მთავრობის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
ავტორი: MATRIX | ნანახია (814)-ჯერ | კომენტარი (11)
ტრენინგები ინტერნეტისთვის

2011 წლის 16, 17, 18, 19 დეკემბერს საქართველოს ბავშვთა ფედერაციაში ჩატარდა ტრეინინგი თანათოლთა განათლება . ტრენინგში მონაწილეობდა ქ. თბილისის მე-60, 70-ე, 123-ე სკოლის 17 უფროსკლასელი. მათ შორის 8 გოგონა და 9 ვაჟი.
ავტორი: JORJIKA | ნანახია (1299)-ჯერ | კომენტარი (15)
დებატები
2010 წლის 27 ნოემბერს მოსწავლეახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში, პროექტის "სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების ხელშეწყობა ახალგაზრდებში" ფარგლებში, გაიმართა დებატები, თემაზე ბავშვთა უფლებები საქართველოში. დებატებში მონაწილეობდნენ ამერიკული აკადემიის და იტალიური სკოლის გუნდები. დებატები შეაფასა ექსპერტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ. გაიმარჯვა ამერიკული აკადემიის გუნდმა. დებატებს დაესწრნენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ჟურნალისტები, პედაგოგები.
ავტორი: MATRIX | ნანახია (478)-ჯერ | კომენტარი (0)
პრეზენტაცია მაგთი კლუბში
2010 წლის 21 ოქტომბერს, გაეროს კვირეულის ფარგლებში, მაგთი კლუბში გაიმართა პროექტის "სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების ხელშეწყობა ახალგაზრდებში" პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ინიტა პაულოვიჩა და რუმინეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი დან მიჰაი ბარლიბა. პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა კონცერტი ესტრადის ახალგაზრდა ვარსკვლავები: ქეთი ორჯონიკიძე, სოფო ტოროშელიძე, ია ორჯონიკიძე, ჯგუფი "შატალო" და სხვები.
ავტორი: MATRIX | ნანახია (894)-ჯერ | კომენტარი (14)
გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
საიტის არქივი
კონტაქტი

რეკლამა

ბოლოს დარეგისტრირდა

